Sunday, September 25, 2016
მე-8 დღე
გავიმეორეთ წინა დღეს გავლილი მასალა,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ და შევავსე-მეთოდები,ინსტრუმენტები,მიზნები,ასევე მოვნიშნე რაც მჭირდება პროექტისთვის.დავასრულებ სახლში გეგმას,მოვახდენ რედაქტრებას.შევადგინე რუბრიკა ვორდში-თვითშეფასების მოსწავლის,ჩავსვი სმაილიკები.განვიხილეთ მე-6 მოდული.სახელმძღვანელოში გავეცანი პრეზენტაციებს-"რომეო და ჯულიეტა", სახლში გავაკეთებ პრეზენტაციას-ჩემ თემაზე.ამ ყველაფერს გამოვიყენებ საკლასო ოთახში.დიდი მადლობელი ვარ დღევანდელი დღით.
Saturday, September 24, 2016
მე-7 დღე
გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა,მოვახდინეთ პრეზენტაცია მოსწავლის კედლის გაზეთის-პროექტორით,გავითვალისწინე რჩევები კოლეგებისაგან.ვისაუბრეთ შეფასებაზე,გავეცანი სახელმძღვანელოში პროექტით სწავლების შეფასებას,მის მეთოდებს,მიზნებს და ინსტრუმენტებს.საკლასო ოთახშიც გამოვიყენებ ამ მეთოდებს,ვფიქრობ უფრო ხალისით ჩაებმებიან მოსწავლეები...
Saturday, September 17, 2016
მე-5 დღე
დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე,ვისწავლე ფონის შეცვლა,ასევე ნაწერის ფერის შეცვლა...გვერდების გახსნა,სათაურების დარქმევა...გავეცანი პროექტის დაგეგმისთვის შეფასებას,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე,როგორ გამოვიყენოთ საიტებიდან ლიტერატურა,შეფასებას გავეცანით და სტრატეგიებს,რითიც შევაფასებთ მოსწავლეს,გავეცანით მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგიებს...შეფასებას ვიყენებთ საკლასო ოთახში,მაგრამ უფრო დეტალურად გავეცანი და დამეხმარება პროექტის შეფასებისას...
Saturday, September 10, 2016
ტრენინგის მე-4 დღე
დღეს დავრეგისტრირდი ბლოგზე,შევედი "gmail"-დან,ვისწავლე სათაურის ჩაწერა,ფონის დაყენება,ტექსტის აკრეფა,სხვამ როგორ უნდა ნახოს ჩემი ნამუშევარი,გავეცანი...სახელმძღვანელოში გავეცანი კითხვებს,შინაარსობლივს,თემატურს,ზოგადს,შევადგინე ჩემი თემიდან გამომდინარე კითხვები...გადავხედეთ მიზნებს და სტანდარტებს-პროექტისას...მადლობელი ვარ დღევანდელი დღის..
Subscribe to:
Posts (Atom)